en
ge

სოციალური მეწარმეობის კონფერენცია და გამოფენა

თბილისი. 20 მარტს „შერატონ მეტეხი პალასში" ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა (EPF) გამართა ღონისძიება „სოციალური მეწარმეობის კონფერენცია და გამოფენა". 
ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, შესაბამისი სამინისტროებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 13-მა სოციალურმა საწარმომ, თითოეული საწარმოსთვის გამოყოფილი იყო ცალკე კუთხე, რომელზეც განთავსდა მათი პროდუქცია. გამოფენასთან ერთად გაიმართა აუქციონიც. კონფერენციაზე განხილულ იქნა სოციალური საწარმოებისთვის ძირითადი პრობლემური საკითხები, როგორიც არის მაგალითად საკანონმდებლო ბაზის არ არსებობა, სოციალური საწარმოებისთვის სესხის აღების სირთულე და ა.შ. ღონისძიება შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) და ადგილობრივი ინიციატივებისათვის კანადის ფონდის (Canada Fund for Local Initiative) მხარდაჭერით ჩატარდა.
წყარო:სოციალური მეწარმეობის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)