en
ge

EMC ირაკლი ჩხეიძის საქმეს შეისწავლის და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) დაკავებული ირაკლი ჩხეიძის საქმეს სწავლობს. ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ირაკლი ჩხეიძის ოჯახს და გაეცნენ საქმის დეტალებს. EMC-ის ადვოკატი ასევე შეხვდა და გაესაუბრება მოშიმშილე მსჯავრდებულს.
„ირაკლი ჩხეიძის სისხლის სამართლის საქმეზე ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია ამ საქმის გამოძიების პროცესში არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზის არსებობაზე მიუთითებს. ამ მოტივით, უახლოეს პერიოდში დაიწყება საქმის დეტალური შესწავლა და მომზადდება სამართლებრივი შეფასება", - არნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „ასევე, უახლოეს დღეებში მივმართავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის ფლობისთვის დაწესებული სასჯელის არაკონსტიტუციურობის საკითხზე".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)