აჭარა. 23 დეკემბერს, ტოლერანტთა კლუბის წევრები „ქართველ მუსლიმთა კავშირის" წარმომადგენლებს შეხვდნენ და ისაუბრეს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკურ/ეროვნული და რელიგიურ უმცირესობების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევების შესახებ.
„რამდენად ხშირია რელიგიურ/ეროვნულ და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ფაქტები და როგორ რეაგირებს სახელმწიფო კონკრეტულ შემთხვევებზე. მუსლიმთა კავშირის წევრებმა ისაუბრეს მათ ირგვლივ არსებულ ყოველდღიურ პრობლემებზე და როგორც აღმოჩნდა საკმაოდ ხშირია რაიმე ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციის შემთხვევები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში