en
ge

საქართველოში სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობა

თბილისი. გაერო-ს განვითარების პროგრამამ 22 მარტს წარმოადგინა კვლევის პრეზენტაცია თემაზე „საქართველოში სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობა". კვლევის მიზანი იყო ეკონომიკური და სოციალური მოწყვლადობის მასშტაბების, სტრუქტურისა და ფაქტორების ანალიზი. კვლევა ჩატარდა 4 მიზნობრივ ჯგუფში: დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა და ღარიბი ოჯახები.
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% მოწყვლადია ერთი ან მეტი ფაქტორის მიმართ. დევნილთა ოჯახები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან და ამის ყველაზე დიდი ალბათობა არის კოლექტიურ ჩასახლებებში. მრავალმხრივი მოწყვლადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ასევე დევნილებშია (30%). მიწა არ აქვს დევნილთა 85%-ს, ხოლო საცხოვრებელ სახლს არ ფლობს დევნილთა 64%. 
შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლების წარმომადგენლები.
წყარო: ცენტრ „აფხაზეთის" გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)