en
ge

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება: გიორგი ტოროშელიძის საქმე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ გიორგი ტოროშელიძის სიცოცხლის უფლების დარღვევაში საქართველო პასუხისმგებელ სახელმწიფოდ სცნო.
„2018 წლის 20 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე: მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქართველოს მხრიდან კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, ვინაიდან სახელმწიფომ გიორგი ტოროშელიძე ვერ უზრუნველყო დროული და ადექვატური მკურნალობით, ასევე, მის გარდაცვალების ფაქტზე არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება. ევროპულ სასამართლოში მომჩივნის ინტერესებს საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) წარმოადგენენ", - ვკითხულობთ საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „საქმის გარემოებების თანახმად, მომჩივნის, რუსიკო მაისურაძის შვილი, გიორგი ტოროშელიძე 2008 წლის 7 ივლისიდან სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)