en
ge

ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისთვის – სემინარი თიანეთში

მცხეთა–მთიანეთი. კონსტიტუციის 42-ე მუხლი პროექტის – „ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის" – ფარგლებში 22 და 23 მარტს, თიანეთში ორდღიანი სემინარი ჩატარდა. პროქტის მიზნობრივ ჯგუფში მოხვდნენ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალებატონები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარ რაიონში ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა. სემინარი მიეძღვნა სოფლად მცხოვრები ქალების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის ამაღლებას, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების სტიმულირებას. პროექტის მონაწილეები გაეცნენ იმ უფლებებსა და მექანიზმებს, რომლებიც მათ ენიჭებათ ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შემცირებას უწყობს ხელს. ორგანიზაციის იურისტებმა იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს, როგორც სემინარების მონაწილეებს, ასევე რაიონის მოსახლების დაინტერესებულ მოსახლეობას.
პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და მოიცავს საქართველოს 31 რაიონსა თუ სოფელში ანალოგიური შეხვედრების ორგანიზებას და ჩატარებას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023