თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ინფორმაციით, იმერეთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოებში შექმნილი 61 ფრაქციიდან 43-ს, რეგისტრაციის დღიდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, არც,ერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია. „საკრებულოს წევრებისათვის ფრაქციის შექმნა ხელფასის მიღების საშუალებაა, რადგან საკრებულოს წევრობა არაანაზღაურებადი საქმიანობაა. ჯამში, ფრაქციების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯებისთვის 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა", - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)