თბილისი. „მითების დეტექტორი" აქვეყნებს მარიამ ნუცუბიძის მასალას: მტკიცება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მართლმადიდებელი ეკლესია სექტებს გაუთანაბრა, მცდარია. „მტკიცება, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი შეცვალა და ის რელიგიური სექტების სტატუსს გაუთანაბრა, ტყუილია. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსში და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერები. ამ გადაწყვეტილებებს მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციით განმტკიცებულ სამართლებრივ სტატუსთან კავშირი არ აქვს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)