en
ge

„როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს“

კახეთი. ღვინის კლუბმა და EPI (ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ), წინანდლის ღვინის სკოლის მხარდაჭერით, სასტუმროების, რესტორნების, კაფეების, ღვინის მაღაზიების, ღვინის მწარმოებლებისა და ტურისტულ კომპანიების წარმომადგენლებს ორდღიანი უფასო ტრენინგი ჩაუტარათ.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თუ როგორ უნდა გააცნონ ქართული ღვინო სტუმარს. ტრენერის, მალხაზ ხარბედიას თქმით, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს რა მარკეტინგული და თვისობრივი უპირატესობები აქვს ქართულ ღვინოს:,,მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ტიპის ღვინოების დაყენების ტექნოლოგიებს. გარდა ამისა, დეგუსტაცია ჩაუტარდა 15–მდე დასახელების ღვინოs, მოხდა ქართული და უცხოური ღვინოების შედარება. ასევე, ვისაუბრეთ სტუმართან ღვინის წარდგენის სხვადასხვა მეთოდებსა და პრინციპებზე, რაც აუცილებელია წარმატებული გაყიდვებისათვის‘’.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)