თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს კახა გოგოლაშვილის ბლოგპოსტს: ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. „ყოველწლიურად საქართველოს სამი-ოთხი ათასი მოქალაქე ცდილობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამუშაოდ დარჩენას (ძირითადად არალეგალურად). იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან „პარტნიორობა მობილურობისთვის" დეკლარაციის ხელმომწერი ევროკავშირის წევრი 16 სახელმწიფოდან თითოეული გამოყოფს წლიურ კვოტას რამდენიმე ასეული მიგრანტის ლეგალური ცირკულარული დასაქმებისთვის, მნიშვნელოვნად შემცირდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც აღნიშნულ ქვეყნებში არალეგალურად ცდილობს დარჩენას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.gfsis.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)