კახეთი. არასამთავრობო
ორგანიზაციამ ,,სამოქალაქო განვითარების ასოციაციამ’’, თელავის მედია კაფეში,
კახეთის რეგიონში მოქმედი
მედია ორგანიზაციების ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო ტიპის ტრენინგი
ჩაატარა.
სემინარი სამოქალაქო ჯგუფების გააქტიურებასა და ადგილობრივი თვითთმართველობების საქმიანობების მონიტორინგის
გააქტიურებას ისახავდა მიზნად.
ორგანიზაციის წევრის, მამუკა
ისკანდარაშვილის, თქმით აღნიშნული სახის ტრენინგები სხვა მუნიციპალიტეტებში უკვე ჩატარდა. ორგანიზაციის
ხელმძღვანელის, გიორგი ბოკერიას თქმით, პროექტი რომელსაც ,,სამოქალაქო განვითარების
ასოციაცია’’ ანხორციელებს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ არის
დაფინანსებული.