აჭარა. 22 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით დისკუსია გაიმართა თემაზე: „ქალი, ოჯახი, საზოგადოება და ფემინისტური თვალთახედვა".
მომხსენებლთა შორის იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისში მომუშავე
ორგანიზაციების წარმომკადგენლები. ერთ-ერთი მომხსენებლის ინიციატივით აჩვენეს დოკუმნტური ფილმი, რომელიც ქალის უფლებების შელახვას ეხებოდა. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ თავიანთი აზრი დისკუსიის თემაზე და ნაჩვენები ფილიმის შესახებ დააფიქსირა.