en
ge

საიას პასუხი თბილისის მერიის პასუხს

თბილისი. საქართველოს იურისტთა ასოციაციამ თბილისის მერიის პასუხს უპასუხა. 21 მარტს საიამ მერიისადმი ღია წერილი გაავრცელა, რომლითაც „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და „თბილისის განვითარების ფონდისთვის" თბილისის მთავრობის მიერ 367 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას ითხოვდა. თბილისის მერიამ საიას ღია წერილს უპასუხა: „რაც შეეხება საიას მოსაზრებას, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ, თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა გაუმჭირვალედ იხარჯებოდა, გვინდა განვაცხადოთ, რომ მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდი”-დან სრულად ამოიღო მისი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია. შესაბამისად, ერთის მხრივ ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ სწრაფად დასრულებული ობიექტური გამოძიება ცხადს გახდის, რომ თანხების ხარჯვა ხდებოდა კანონმდებლობის სრული დაცვით, ხოლო მეორეს მხრივ, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის დაბრუნებამდე უფრო კონკრეტული ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია". საიამ 23 მარტს თბილისის მერიას უპასუხა: „საჭიროდ მივიჩნევთ თბილისის მერიას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემა არის ადმინისტრაციული ორგანოს არა უბრალოდ კეთილი ნება, არამედ კანონით დადგენილი უპირობო ვალდებულება. იმედია, ამ მარტივ ჭეშმარიტებას მერია სადავოდ არ ხდის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სადავოა ის, ასრულებს თუ არა თბილისის მერია ამ ვალდებულებას".
საიას 21 მარტის ღია წერილი
თბილისის მერიის პასუხი
საის 23 მარტის პასუხი
წყარო: gyla.ge   new.tbilisi.gov.ge 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)