en
ge

პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობისმ საკითხებზე ზუგდიდში დისკუსია გაიმართა

სამეგრელო. ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობასა და ამ პროცესის თანმდევ პრობლემატიკაზე 22 მარტს, ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა.
ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ირაკლი ქობალიას თქმით, პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანი ინდიკატორია დემოკრატიის თანამედროვე გაგების, ამ მიზეზით კი სუბიექტებმა ინდივიდუალურად უნდა უზრუნველყონ შიდაპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება. ექსპერტმა თამარ ბაგრატიამ 2012 წლის პარლამენტის არჩევნებსა და პოლიტიკური სუბიექტების მიერ მაჟორიტარულ და პროპორციულ სიებში გენდერული თანასწორობის მხრივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა,რომ 2008 წელთან შედარებით საარჩევნო სიაში ქალები ორჯერ მეტი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი, ეს გარემოება არ იძლევა მნიშვნელოვან პროგრესზე საუბრის საფუძველს.
ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის პრობლემატიკაზე შეხვედრა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის და კანადის ლოკალური ინიციატივების ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ასოციაცია „იმედის" თანაორგანიზატორობით გაიმართა. დისკუსიას პოლიტიკური პარტიების,  ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)