თბილისი. 22 იანვარს, სიდას, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მაიქროსოფთ საქართველოს ერთობლივი ინიციატივით Microsoft-ის რეგიონული მენეჯერი კორპორატიული მიმართულებით რობერტ ტრნოვეჩი საქართველოს ეწვია. მან ქვეყანაში მოქმედ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა თემაზე „მრავალფეროვნება დასაქმების ადგილას და ქალთა ჩართულობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში”. „შეხვედრაზე Microsoft-ის რეგიონულმა დირექტორმა ისაუბრა თუ როგორ ეხმარება მაიქროსოფთი კომპანიებს ციფრულ ტრანსფორმაციაში და რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ჩართულობას,” ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო; ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)