თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უაღრესად კრიტიკულად აფასებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაპირისპირების პოლიტიკურმა და სამართლებრივმა მხარემ განსაკუთრებული ზიანი მოუტანა საქართველოს სასამართლოს რეპუტაციას, მოსამართლის მიმართ ნდობას, შელახა მართლმსაჯულების სისტემაში, ბოლო წლებში ხელშესახები რეფორმის შედეგები და საზოგადოება სასამართლოს მიმართ განაწყო ანტაგონისტურად. „დღეს მნიშვნელოვანია, ამ პროცესში პროფესიული საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მოხდეს და საქართველოს სასამართლო სისტემაში ყველა გამოწვევა გადაწყდეს საზოგადოებრივი ინტერესების უპირატესი დაცვით. საგნობრივი დისკუსიის წარმართვა, სავალდებულოა, მოხდეს მართლმსაჯულების განმახორციელებელი თანასწორუფლებიანი მხარეების - მოსამართლეთა კორპუსის, საადვოკატო საზოგადოებისა და პროკურატურის წარმომადგენელთა მაღალი ჩართულობით და მონაწილეობით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.barristers.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)