თბილისი. 24
მარტს, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ
(GMHC) კონკურსში „როგორ გავაუმჯობესოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახური - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და მობილური სერვისის განვითარება" გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა.
კონკურსი შემდეგ თემებს მოიცავდა: 1. ფსიქიკური ჯანმრთელობის საავადმყოფოს გარეთა სერვისის უპირატესობები; 2.
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დანიშნულება; 3. მობილური (ბინაზე მომსახურების) სერვისის განვითარების პესპექტივები; 4.
წარმატებული ისტორია (ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა რეალური ცხოვრების მაგალითზე).
დაჯილდოვების ცერემონიალი ფონდი
"ღია საზოგადოება-საქართველოს"
საგამოფენო დარბაზში გაიმართა.
წყარო: Media.ge