თბილისი. როგორია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების დონე საქართველოში და რა როლი აკისრიათ სასწავლო დაწესებულებებს ამ პროცესში – ეს საკითხები განიხილებოდა 24 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროების, სასწავლო ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა, საბა ბუაძემ, შეხვედრის მონაწილეებს IDFI-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. კვლევა მოიცავს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემაში სახელმწიფო და კერძო სასწავლო დაწესებულებების შესაძლებლობებისა და გამოცდილების შეფასებას, არსებულ საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველად დაწესებულებებში მოხელეთა პროფესიული განვითარების კუთხით არსებულ ვითარებას”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)