აჭარა. პროექტის „სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი" ფარგლებში, „ოცნების ქალაქში" მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებისთვის (10-დან 30 წლამდე ბენეფიციარებისთვის) ხორციელდება სასწავლო-საგანმანათლებლო კურსი ინგლისურ ენაში. მას ორგანიზაციის თანამშრომელი, პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგი - ელზა ლემსაძე ატარებს. ინგლისური ენის კურსები ტარდება კვირაში ორჯერ, ორი საათის განმავლობაში. სწავლების პროცესი დატვირთულია სხვადასხვა სავარჯიშოებით და ინგლისურენოვანი აუდიო მოსასმენი დავალებებით. სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრის მეორე აქტივობაა ცენტრის მონაწილეებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომელსაც ორგანიზაციის თანამშრომელი ქეთი ადეიშვილი ატარებს. მოხალისეებს ჩაუტარდებათ ტრენინგ-სემინარები შემდეგი მიმართულებით: როგორ დავწეროთ CV/რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, გასაუბრების/ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური პასუხების გაცემა, როგორ დავგეგმოთ კარიერა და ა.შ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)