თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაწყებული წარმოება შეწყდა. საუბარია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მის მიერ, 2018 წლის 11 სექტემბერს, პარლამენტის წინ კარვების გაშლისას, ადმინისტრაციული გადაცდომის მოტივით დაწყებული გამოძიების შესახებ. მალხაზ მაჩალიკაშვილის უფლებებს EMC იცავდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)