თბილისი. ქალთა მოძრაობა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება. ამ მხრივ, განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან. პატრიარქალური სისტემა და ქალთმოძულე კულტურა ამგვარად სჯის პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს, ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა სურს - აშინებს. პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.ginsc.net
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)