en
ge

კორუფციის აღქმის ინდექსი - 2018 და საქართველო

კორუფციის აღქმის ინდექსი - 2018 და საქართველო

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) აქვეყნებს ინფორმაციას 2018 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიციის შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) 2018 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 58 ქულა აქვს და 41-44-ე ადგილებს იყოფს ლატვიასთან, ესპანეთთან და სენტ-ვინსენტსა და გრენადინებთან", - აღნიშნულია ინფორმაციაში, - „ რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუმჯობესდა გასულ წელთან შედარებით, თუმცა (კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად) 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა". აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა შედეგი CPI-ს კვლევაში 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა (უკეთესობისკენ ან უარესობისკენ). ასევე გასათვალისწინებელია, რომ კვლევაში ასახული არ არის 2018 წლის მიწურულს გახმაურებული მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები, რომლებმაც მომავალში შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინონ რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე". 

სრულად

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023