en
ge

„გმირი ფერმერი ქალი“

სამეგრელო. ეკა აფხაზეთიდან დევნილია. ის მარტოხელა დედაა და ორ შვილთან ერთად, სოფელ ნარაზენში, პატარა ფიცრულში ცხოვრობს. ეკა ამბობს, რომ სახლი და სიმინდის ნალია საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით ააშენა და ერთი ოთხფეხა პირუტყვიც მათგან მიიღო, დღეს კი, რამდენიმე მეწველი ძროხა ჰყავს, ყველს ჰყიდის და შვილებს ამით არჩენს. „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის ირაკლი ყალიჩავას თქმით, „ოქსფამის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ისინი სამეგრელოში 75 ბენეფიციარს დაეხმარნენ, თუმცა ეკა  შეროზია მათ შორის განსაკუთრებულად წარმატებული ადამიანი აღმოჩნდა. 
„მსოფლიოში სურსათის უმეტეს ნაწილს ქალები აწარმოებენ. ისინი უვლიან, ზრდიან  და რეალიზაციას უკეთებენ. ამის გამო გადავწყვიტეთ სოფლის მეურნეობით დაკავებული ქალების ისტორიები მოგვეგროვებინა და საზოგადოებისთვის გაგვეცნო. ამ ინიციატივას ბლოგერებიც შეუერთდნენ. ისინიც ყოველგვარი ანაზღურების გარეშე ესტუმრნენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში  მცხოვრებ ფერმერ ქალებს და მოამზადეს მათ შესახებ ისტორიები. მათგან სამი საუკეთესო ისტორია გამოვლინდა, რომელთა შორის ეკას ისტორიაცაა. მან გაიმარჯვა ნომინაციაში „გმირი ფერმერი ქალი", –  განაცხადა „ოქსფამის" კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ნინო გვიანიშვილმა.
პროექტის ფარგლებში გამოვლენილ საუკეთესო ისტორიის გმირს, ეკა შეროზიას საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის" და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" წარმომადგენლებმა მიულოცეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)