თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პანკისის ხეობაში ადგილობრივი აქტივისტებისა და თემის წევრების შევიწროებისა და კონტროლის პრაქტიკა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, EMC მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, - „განმარტოს, რა სამართლებრივი საფუძვლით და წესით იბარებს ადგილობრივ მოსახლეობის პოლიციაში და რა საფუძვლით ცდილობს, ჰესების მშენებლობისთვის მათი მხარდაჭერის მოპოვებას; დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პანკისის ხეობის მოსახლეობის დაშინებისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა და საკუთარი საქმიანობა, პანკისის ხეობაში, არსებითად მოაქციოს კანონის მოთხოვნებში; დაიწყოს დისციპლინური დევნა ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების მიმართ, რომელიც ადგილობრივი თემის თვითნებური შევიწროების და კონტროლის პროცესში არის ჩართული".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)