თბილისი. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების
კავკასიურმა ინსტიიტუტმა გამოაქვეყნა – „სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი
მედიის მხარდასაჭერად" გამართული კონკურსის შედეგები. ორგანიზაციის ვებ გვერდზე
მითითებულია, რომ საკონკურსოდ სულ შევიდა 88 პროექტი, რომლიდანაც დამოუკიდებლმა
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსება მიიღო 12–მა ორგანიზაციამ.
კონკურსის
მეორე ეტაპი 1 აპრილიდან გამოცხადდება.
შეგახსენებთ,
რომ ინსტიტუტმა კონკურსი „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების
ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში მოაწყო. აღნიშნული პროექტი
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა,
რომელისთვისაც თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.