en
ge

ახალციხეში რეგიონის განვითარების სტრატეგიებზე იმსჯელეს

სამცხე-ჯავახეთი.22 მარტს ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა რეგიონის განვითარების სტრატეგიებზე გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სოციალური სფერო - ორი დღის განმავლობაში მუშაობა აღნიშნული მიმართულებებით მიმდინარეობდა. სამუშაო ჯგუფებმა ამ თვალსაზრისით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და შესაბამისი სტრატეგიები და რეკომენდაციები  შეიმუშავეს.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განმარტეს, მუშაობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს. დასკვნების, რეკომენდაციების ანალიზის  საფუძველზე შემუშავდება დოკუმენტი, რომლის განხილვაც უკვე სამთავრობო დონეზე მოხდება. შემუშავებული დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს  რეგიონის სამომავლო განვითარებაში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)