სამეგრელო. 7 თებერვალს, ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, საბა გუჩუამ და ვერიკო ბულიამ ჩაატარეს საინფორმაციო შეხვდრა სოფ. რუხის საჯარო სკოლაში, თემაზე „ევროკავშირი და საქართველო".
„ახალგაზრდებმა ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ასევე, ისაუბრეს ევროინტეგრაციის შესაძლებლობებსა და სარგებელზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში