გურია. 7 თებერვალს დაბა ნასაკირალში ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით (PITA) ჩატარდა ცნობილი მწერლის და ფილოსოფოსის რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია თემაზე: „ევროპა და საქართველო ღირებულებების კავშირი".
შეხვედრაზე განიხილეს ევროპის და საქართველოს ურთიერთობები სხვადასხვა ასპექტში: არის თუ არა საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი, რა არის სინამდვილეში ევროპული ცივილიზაცია, რა ასოციაციებს იწვევს სიტყვა ევროპა საზოგადოების ცნობიერებაში, რა სიკეთეებთან იყო დაკავშირებული ევროპა 20-30 წლის წინ და როგორ შეიცვალა ეს დამოკიდებულებები დღევანდელ ახალგაზრდებში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში