აჭარა. 8 თებერვალს, ბათუმის №25 საჯარო სკოლაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია თემაზე: ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია.
„დისკუსიაზე ვიმსჯელეთ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, წყაროების გადამოწმების გზებზე, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას. „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" გადაცემა ჰეშთეგისა და გაზეთ „ბათუმელების" ჟურნალისტებმა მონაწილეებს აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის გაიმართა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში