სამეგრელო. 8 თებერვალს, ასოციაცია „ათინათში" მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება: „ჯიოვანი და წყლის ბალეტი".
„ფილმის მთავარი თემა იყო ადამიანის უფლებები და შესაძლებლობები, გენდერული თანასწორობა. მონაწილეებმა ამავე საკითხებზე შეასრულეს ჯგუფური სამუშაო და განიხილეს იდეალური ქალისა და მამაკაცის დამახასიათებელი თვისებები.
ფილმის ჩვენება ჩატარდა პროექტის „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" ფარგლებში, რომელიც ჩეხური არასამთავრობო ორგამიზაცია People In Need-ის მხარდაჭერით ხორციელდება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში