თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა ფართომასშტაბიანი შეკრება თემაზე: როგორ გადავარჩინოთ სასამართლო სისტემა.
დისკუსიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის, სახელოვნებო სფეროს, პროფესიული წრეების წარმომადგენლებმა, მათ შორის ყოფილმა მოსამართლეებმა, საზოგადოების აქტიურმა წევრებმა და პოლიტიკოსებმა როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში