en
ge

საკონსტიტუციო სასამართლო საპოლიციო რეიდის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს

თბილისი. დღეს, 13 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საპოლიციო რეიდის კონსტიტუციურობის თაობაზე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სარჩელის არსებით განხილვას იწყებს. განცხადებას ამის შესახებ EMC ავრცელებს.
„EMC-იმ სასამართლოს 2018 წლის მარტში მიმართა და მოითხოვა "პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ადგენს სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ე. წ. რეიდის ჩატარების საფუძვლებს. სარჩელში აღნიშნულია, რომ საპოლიციო რეიდის ჩატარება შესაძლებელი ხდება უკიდურესად ბუნდოვანი და აბსტრაქტული საფუძვლებით, ყოველგვარი ინდივიდუალური ეჭვის გარეშე შესაძლებელია ყველა პირის შეჩერება და შემოწმება, რომელიც რეიდის ჩატარების ადგილზე მოხვდება", - აღნიშნულია განცხადებაში, - „წარდგენილი სარჩელით, EMC ამტკიცებს, რომ საპოლიციო რეიდის არსებული ფორმა არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების, ღირსების ხელშეუვალობისა და პირადი ცხოვრების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)