აჭარა. 13 თებერვალს, ბათუმის №10 საჯარო სკოლაში ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ვორქშოფი.
„მისი მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში სხვადასხვა საკითხზე ცნობიერების ამაღლება. შეხვედრის პროცესი მოიცავდა ინოვაციურ და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც ქმნის მას განსაკუთრებულს და საინტერესოს. კერძოდ, მთავარ მოქმედ ელემენტს წარმოადგენდა QR Code რომლის დახმარებითაც მონაწილეები ჩაერთვნენ პროცესში. შემდეგი ეტაპი მოიცავდა ინფორმაციის მიწოდებას და გააზრებას, შედეგად მონაწილეები გადადიოდნენ შემდეგ ეტაპზე და იღებდნენ ახალ დავალებას განსაზღვრული საკითხის შესახებ”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში