შიდა ქართლი. „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" პროექტის ფარგლებში მეგობრობის ხიდი ქართლოსის ორგანიზებით, რიგით მეშვიდე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ახალგაზრდებმა ანუნა ბუკიას ფილმი „მე გადავცურე ენგური" ნახეს. მისი ძირითადი თემებია: დევნილთა უფლებები საქართველოში, აფხაზეთის კონფლიქტი და ადამიანის უფლებები.
„ფილმების ჩვენებების მიზანი მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობის გაძლიერებაა, რათა მათ პრაქტიკაში გამოიყენონ დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგია", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში