აჭარა. 18 თებერვალს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" მოხალისემ სოფიო ქარცივაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენის №2 საჯარო სკოლაში ჩაატარა დისკუსია ადამიანის უფლება-მოვალეობების შესახებ.
„შეხვედრას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. დისკუსიაზე განიხილეს: შრომის უფლება, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების უფლება, ასევე განათლებისა და ჯანმრთელობის უფლება. ისაუბრეს ტრადიციებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბ ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვასა თუ მოვალეობის შესრულებაზე", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში