თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აქვეყნებს ნანა მდივანის ბლოგპოსტს: მხატვრობა და ქალის იდენტობა: ფაღავა, იანქოშვილი, კვესიტაძე, ხიზანიშვილი.
„ამ სოციალურ-ეკონომიკური ძვრების პარალელურად, ქართველი ქალები თანდათანობით მაინც ახერხებენ ხელოვნების სფეროში თავიანთი ინტერესების წარმოჩენას და საკუთარი იდენტობის ძიებაში წარმატებული ნაბიჯების გადადგმას. დღესდღეობით, გლობალური ფემინისტური ხელოვნების აღორძინების ფონზე, ქართველი ხელოვანი ქალები აქტიურად იკვლევენ და გამოხატავენ თავიანთ ფემინისტურ შემოქმედებით იდენტობას", ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე.
წყარო: feminism-boell.org