en
ge

კონკურსი თემაზე: განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები

სამეგრელო. ასოციაცია „ათინათის" პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში, გაიმართა საჯარო გამოსვლის ხელოვნების კონკურსი თემაზე „განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები", რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდული კლუბის 15-მა წევრმა.
„კონკურსი შედგებოდა ორი ეტაპისგან, პირველ ეტაპზე მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა 3 წუთის განმავლობაში წარმოედგინათ წინასწარ მომზადებული სიტყვა, სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ მეორე ეტაპზე გადაიყვანა 6 ახალგაზრდა, რომელთაც ექსპრომტად, 10 წუთის განმავლობაში მოამზადეს სიტყვა თემაზე „მე, როგორც აქტიური მოქალაქე..."
გამოვლინდა სამი გამარჯვებული: ინგირის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ გუგუჩია, ორსანტიის საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ მოხვაში და ოდიშის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, დიანა ჯაგუნავა, გამარჯვებულები ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ, ყველა ახალგაზრდას მონაწილეობის სერთიფიკატი გადაეცა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)