თბილისი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, იწყება ახალი პროექტი „საქართველოს კომერციული სამართლისა და პრაქტიკის გაუმჯობესება".
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ახალი პროექტი ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
კომერციული სამართალწარმოების ეფექტიანობისა და ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა;
სამეწარმეო სამართლისა და პრაქტიკის რეფორმის ხელშეწყობა;
გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გაუმჯობესების ხელშეწყობა;
სასამართლოს გადაწყვეტილებათა ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში