სამეგრელო. 5 მარტს, ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრისა და ხანდაზმულთა კლუბის წევრების ინიციატივით, სოციალურ კაფე „მეგო-ბარში" გაიმართა შემოქმედებითი საღამო.
„ღონისძიების ფარგლებში, ქალთა თვესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებმა წარადგინეს პრეზენტაციები წარმატებული ქართველი ქალების, მარო მაყაშვილის, ნატო ვაჩნაძისა და ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის შესახებ.
ასევე, მათ ისაუბრეს ქალთა წარმატებებზე სხვადასხვა სპორტის სახეობაში და გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება რაგბისა და კალათბურთის შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში