en
ge

არასრულად შევსებული დეკლარაციები - აჭარის მუნიციპალიტეტები

აჭარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ინფორმაციით, აჭარაში მუნიციპალური იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული. ორგანიზაციამ აჭარის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა დროს დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების (შპს) ხელმძღვანელი პირების 21 დეკლარაცია შეისწავლა.
„შედეგად, დეკლარაციის არასრულად შევსების 8 ფაქტი გამოვლინდა, რომელთაგან 2 ეხება საკუთარი და ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული წილების მიუთითებლობას, 3 შემთხვევაში თანამდებობის პირებს საკუთარი წილის მართვის უფლება სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ, 3 შემთხვევაში კი დეკლარაციაში არ აქვთ შეტანილი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება. სამივე გარემოება არღვევს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებს", - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023