თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) გამართა კონფერენცია, თემაზე - „არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წინაშე მდგარი გამოწვევები".
კონფერენციზე მკვლევრებმა და ექსპერტებმა წარმოადგინეს მოხსენებები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური მონაწილეობის და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემების შესახებ; ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციისა და უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა იმსჯელეს იმსჯელეს, ეთნიკურ ჯგუფებთან მათი მუშაობის სტრატეგიებისა და ახალი პერსპექტივების თაობაზე. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოადგინეს EMC-ის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს მიმოიხილავს და ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზეა გამოცემული.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი