en
ge

დისკუსია მედიაში გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებაზე

თბილისი. 25 მარტს ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის (NIMD) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე მედიაში გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქება განიხილეს. შეხვედრას პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „მაუწყებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს სტერეოტიპების აღმოფხვრას საზოგადოებაში. კვლევები ცხადყოფს, რომ ქართული მედია არა თუ ანგრევს სტერეოტიპებს, არამედ ამყარებს და მეტიც, ახალ-ახალ სტერეოტიპებს აყალიბებს გენდერთან დაკავშირებით", - აღნიშნა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ. შეხვედრის მონაწილეებს 2011-2012 წლებში ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგები განიხილეს, რომლის თანახმადაც  ხშირად არიან ქალი რესპონდენტები სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით ჩაწერილები, როცა მასალა გაჭირვებას ან ოჯახურ პრობლემებს ეხება. საექსპერტო დონეზე ქალები თითქმის არ ჩანან. შეხვედრის მონაწილეებმა სიტუაციის გაუმჯობესების გზებზეც ისაუბრეს,  ელენე რუსეცკაიას აზრით, აუცილებელია საკანონმდებლო აქტების შესწავლა და ცვლილებების ინიცირება პარლამენტში, აგრეთვე საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანზაციების ხელშეწყობა გენდერულად მგრძნობიარე მედია პროდუქტების რეალიზებსითვის.
წყარო:media.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)