გურია. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ოფისში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩაატარეს ტრენინგი კულტურათაშორისი დიალოგის თემაზე.
„ტრენინგის პირველი ნაწილი საინფორმაციო ხასიათის იყო, რომელიც მოიცავდა გაცნობით აქტივობებს, ენერჯაიზერებს, დისკუსიას და ჯგუფურ სამუშაოს. ცენტრის წევრებმა გაუზიარეს ერთმანეთს ინფორმაციები და ისაუბრეს კულტურათაშორისი დიალოგის შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში