თბილისი. 15 მარტს მსოფლიო მომხმარებლის უფლებების დღეს აღნიშნავს.
„სამწუხაროდ, საქართველო იმ ქვეყანათა რიგს განეკუთვნება, რომლებიც მომხმარებლის უფლებების დაცვის დონით ვერ დაიკვეხნიან. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში ვერ მოხერხდა მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მომხმარებლის უფლებები არასოდეს ყოფილა ხელისუფლებისა და მთლიანად საზოგადოების ძირითად პრიორიტეტებს შორის", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.momxmarebeli.ge