თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას სახელით, განცხადებით მიმართა ომბუდსმენს მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მხრიდან, სოციალურ ქსელებში ქსენოფობიური ენის გამოყენების ფაქტზე.
„EMC მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების მხრიდან საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება და საჯარო განცხადებები არსებითად არღვევს ინკლუზიური სახელმწიფოს და თანასწორობის პრინციპს და ხელს უწყობს არადომინანტ ეთნიკურ/რელიგიურ ჯგუფებში გარიყულობის და იზოლაციის განცდას", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: emc.org.ge