თბილისი. აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC-ის პროგრამამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კოლუმბიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, კონფერენცია გამართეს. კონფერენციაზე ქართულმა ოფიციალურმა პირებმა, აკადემიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ამერიკელმა ექსპერტებმა ქართული საჯარო პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და პეინტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემები. USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ასეთი სახის ურთიერთკავშირი საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის განვითარების წინაპირობაა.
წყარო:ewmi-gpac.org