თბილისი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) ეხმაურება ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას "თიბისი ბანკის” წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევასა და სახელისუფლებო პარტიის სავარაუდო კავშირზე აღნიშნულ თავდასხმასთან.
"წინა გამოცდილების გათვალისწინებით, რადგანაც პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებთან მიმართებაში საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობის გამო კითხვის ნიშნები ჩნდებოდა, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც საჯარო სხდომებზე მოხდება "თიბისი ბანკის” საქმის დეტალური შესწავლა, მათ შორის ბანკზე შესაძლო კიბერთავდასხმის საკითხისაც. ასევე აუცილებელია, რომ პარლამენტმა გამოძიების მიმდინარეობაზე ეფექტური მონიტორინგი აწარმოოს”, - აღნიშნულია TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი