თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებს ანანო ცინციბაძის ბლოგს შრომითი მედიაციის პოლიტიკის შესახებ.
„შრომითი მედიაცია დავის გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმია, რომელმაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კონფლიქტი უნდა მოაგვაროს, საქმე გაფიცვამდე არ მიიყვანოს და სასამართლოსგან განსხვავებით, ორივე მხარე კმაყოფილი დატოვოს.
კანონით გაწერილი ეს უნიკალური საშუალება იდეალურ გადაწყვეტად მოჩანს. ის ზოგავს დროს, ხარჯს, ამცირებს გაფიცვის შესაძლებლობას და ჭრის დავას, რის შედეგადაც მოდავე მხარეები ზავდებიან, თუმცა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)" ბაზაზე წარმოებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად ხუთწლიანი პრაქტიკისა, შრომის მედიაციამ ვერ შეიძინა ეფექტიანი მექანიზმის სახელი, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ მექანიზმის ადმინისტრირების ხარვეზულობისა და სისუსტის, მეორე მხრივ, მექანიზმის დანერგვის პროცესში ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტის გაუთვალისწინებლობის გამო", - წევრს ავტორი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი