აჭარა. 26 მარტს, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" ოფისში, პროექტის ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი" ფარგლებში, თაობებს შორის დიალოგის ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ქობულეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელები, პედაგოგები, ასოციაციის თანამშრომლები და ველოსპორტის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, წარსულში საგზატკეცილო ველოსპორტში ევროპის ჩემპიონი ჯონი ცივაძე მონაწილეობდნენ. ახალგაზრდები გაეცნენ გამოცდილი სპორტსმენის ბიოგრაფიას, სტუმარმა ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრა ვეტერან სპორტსმენთა ღვაწლის და დამსახურების ახალგაზრდობისთვის გაცნობას, ჯანსაღი ცხოვრების წესისა პროპაგანდას, ახალგაზრდობაში მავნე ჩვევების (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) პრევენციას ისახავს მიზნად.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში