თბილისი. სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG) ორგანიზებით, სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის დაიწყო ტრენინგის ახალი ციკლი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე.
„ტრენინგების მიზანია, დაეხმაროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის განხორციელებაში. ტრენინგების ციკლის დასრულების შემდგომ, გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი ქართული რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგისათვის", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში